logo_geo
eng_logo
როგორ აისახება საქართველოზე ბაიდენისა და პუტინის მწვავე დაპირისპირება
- +

19 მარტი. 2021. 21:40

 

ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო იძაბება. ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს მკვლელი უწოდა. არც რუსეთიდან დააყოვნა მწვავე ბრალდებაზე პუტინის ირონიულმა პასუხმა.

 

 

 

რუსეთის პირველმა პირმა ბაიდენს ჯანმრთელად ყოფნა უსურვა და განაცხადა, სხვა ადამიანში ყოველთვის ვხედავთ საკუთარ თვისებებს და გვგონია, რომ ის ისეთია, როგორიც თავად ვართ”.

 

 

 

რა პროცესების განვითარება, შესაძლოა, გამოიწვიოს ორი სახელმწიფოს დაძაბულმა ურთიერთობებმა კავკასიის რეგიონში, საკითხზე „პრაიმტაიმთან“საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ნიკა ჩიტაძე საუბრობს.

 

 

 

ჩიტაძე აცხადებს, რომ ამერიკა ეცდება, საქართველოზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიეროს. რუსეთის მხრიდან კი პროვოკაციებს უნდა ველოდოთ.

 

 

 

შესაძლებელია ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვა აშშ-სა და რუსეთის ფედერაციას შორის. ამერიკის მხრიდან ამ ყველაფერს, შესაძლოა, მოყვეს რუსეთის მიმართ სანქციების მოქმედება. კერძოდ, ამერიკა ეცდება, რომ როგორმე დააგდოს საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები, რათა რუსეთმა შედარებით ნაკლები შემოსავალი მიიღოს.

 

 

 

ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამწვავება, ბუნებრივია, საქართველოსაც შეუქმნის გარკვეულ პრობლემებს. რას, ამაზე საუბარი, ჯერჯერობით, ადრეა.

 

 

 

გეტყვით იმას, რომ ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით, ორი ვერსია განიხილება, პირველი, აშშ ეცდება, დაითანხმოს საქართველოს ხელისუფლება, რომ ააშენოს ანაკლიის პორტი, ასევეგაძლიერდეს სამხედრო თანამშრომლობა.

 

 

 

მეორე ვარიანტია, რომ აშშ გააძლიერებს ზეწოლას საქართველოზე, რადგან ხედავს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ამერიკა საქართველოს მიმართ კიდევ უფრო მომთხოვნი გახდება“,- განაცხადა ჩიტაძემ.

 

 

 

კავკასიის საკითხებში ექსპერტის, მამუკა არეშიძის განცხადებით, რუსეთი ყოველთვის ეცდება, საქართველო პროვოკაციებში ჩაითრიოს, რასაც ჩვენი ქვეყანა არ უნდა აყვეს.

 

 

 

იქედან გამომდინარე, რომ საქართველო დასავლეთის მოკავშირედ ითვლება, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მიმართაც გარკვეულ საკითხების გამწვავებას ჰქონდეს ადგილი. ამ საკითხზე უფრო კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს ისეთი საკითხია, რომელზეც კონკრეტიკაზე საუბარი რთულია.

 

 

 

ახლა ორი ზესახელმწიფო შეეცდება, რომ ეს ურთიერთობა ძალიან არ დაიძაბოს. ამერიკაში კარგად ესმით, რომ თუ რუსეთთან კონფრონტაციის გაგრძელება სარგებელის მომტანი არ არის“,- განაცხადა არეშიძემ.

 

 

 

შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 17 მარტს, ტელეარხ ABC-ზე ჯორჯ სტეფანოპოლუსთან ინტერვიუს დროსგანაცხადა, რომ პრეზიდენტ პუტინს მკვლელად მიიჩნევს. .

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner