დღეს ოზურგეთში და ჩოხატაურში, ვაქცინაციის გეგმიური პროცესი ჩაიშალა.
როგორც ოზურგეთის კლინიკა “მედალფას” დირექტორმა, დავით მინარაძემ განაცხადა, დღეს 13 ადამიანი იყო ჩაწერილი, აქედან ვაქცინაციაზე უარი შვიდმა განაცხადა. იქიდან გამომდინარე რომ, ვაქცისნის ერთი ფლაკონით 10 ადამიანი იცრება, დანარჩენი დოზის გადაღვრა მოუწევდათ, ამიტომ ვაქცინაციის პროცესი გადადეს.
ვაქცინაცია ჩაიშალა ჩოხატაურშიც. დარეგისტრირებული ორი მედიკოსიდან კლინიკაში არცერთი არ გამოცხადდა.მიზეზად კი გაციება დაასახელეს.
რაც შეეხება ლანჩხუთს, იქ ვაქცინაციის გეგმიური დღე ხვალ უწევს, თუმცა ლანჩხუთელი მედიკოსებიც თავს იკავებენ ვაქცინაციის პროცესში ჩასართავად და ისინიც მიზეზად გაციებას ასახელებენ.