logo_geo
eng_logo
კრისტინა აგილერას კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 50 ლარიდან დაიწყება
- +

12 ივლისი. 2016. 03:44


კრისტინა აგილერას კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 50 ლარიდან დაიწყება,- ამის შესახებ Black Sea Arena-ს დირექტორმა დიმიტრი ბერიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


ბილეთების ფასი 50, 60 და 100 ლარი იქნება. VIP ადგილები კი 600 ლარი ეღირება. იქნება კიდევ 150 და170 ლარიანი ბილეთებიც.


ექვსგზის გრემის მფლობელი ვარსკვლავის შოუ-კონცერტზე დასწრების საშუალება 9500-მდე ქართველ და უცხოელ მსმენელს მიეცემა.


ბილეთების გაყიდვა tkt.ge -ზე 12 ივლისს დილის 9 საათზე დაიწყება. კრისტინა აგილერას კონცერტი 30 ივლისს Black Sea Arena-ზე გაიმართება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner