logo_geo
eng_logo
ლევან ყუბანეიშვილი: ჟურნალისტების გადაბირების ინიციატორი დავით კეზერაშვილი იყო
- +

12 ივლისი. 2016. 04:46


საზოგადოებრივი მაუწყებლის  ყოფილი დირექტორი და „თიბისიტივის" დამფუძნებელი ლევან ყუბანეიშვილი აცხადებს, რომ 2007 წლის დეკემბერში ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „დროების" ჟურნალისტების გადაბირების ინიციატორი თავდაცვის მაშინდელი მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო.



როგორც ყუბანეიშვილი ამბობს, მასთან მივიდა შემდეგ უკვე ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელი გოგი გეგეშიძე და სთხოვა, ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „დროების" ჟურნალისტების გადაბირებაში დახმარებოდა, თავის მხრივ გადაბირებაში დახმარება გეგეშიძეს დავით კეზერაშვილმა სთხოვა.


გოგის ჰქონდა შეხვედრა დავით კეზერაშვილთან, მათი საერთო თხოვნა იყო. მე არანაირი უფლება არ მქონდა, გოგისთვის უარი მეთქვა, მითუმეტეს, რომ შემეძლო, დავხმარებოდი, დავთანხმდი. შემდეგ ჩვენ გვქონდა შეხვედრა დავით კეზერაშვილთან თავდაცვის სამინისტროში. პირობებზე ვისაუბრეთ, ვგულისმხობ, რა მხარდაჭერა შეიძლებოდა მქონოდა მე ჟურნალისტებთან მოლაპარაკებების პროცესის დროს. კეზერაშვილმა მითხრა, რომ ყველნაირი ტიპის მხარდაჭერა შეიძლებოდა მქონოდა, ფინანსურიდან დაწყებული, სხვა იურიდიული საკითხებით დამთავრებული",-ამობობს ჩვენებაში ყუბანეშვილი.


ყუბანეიშვილის ინფორმაციით, შეხვედრა შედგა 2007 წლის დეკემბერში, შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზეც, რა ფორმით უნდა წამოსულიყვნენ ჟურნალისტები „იმედიდან".


ამ შეხვედრების დროს ჩვენ ვსაუბრობდით, რა ფორმით წამოსულიყვნენ ისინი არხიდან. ერთ-ერთი წინადადება იყო, რომ გაეკეთებინათ განცხადება, არხის მეპატრონის, ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშრებით. ეს თემა, ფორმა შეთანხმებული იყო დავით კეზერაშვილთან. უნდა გაეკთებინათ განცხადება, ეთქვათ მიზეზი, რომ მათი არხის მფლობელი იწყებდა პოლიტიკურ საქმიანობას და მათთვის ეს მიუღებელი იყო. ამის შემდეგ ჩვენ  რამოდენიმე შეხვედრა გვქონდა, შევთანხმდით თანამშროლობის შემდგომ ფორმაზე, რას გააკეთებდა ეს ჯგუფი. ამის შემდეგ მე მქონდა კიდევ ერთი შეხვედრა დავით კეზერაშვილთან, ვუთახრი, რა პირობებიც იყო ჟურნალისტების მხრიდან, მათ შორის - ფინანსური პირობები, რაც ამ ჯგუფმა წამოაყენა, რაზეც  მივიღე მხარდაჭერა. მე და გოგი შემდეგ შეხვდით ამ ჯგუფს, ჩამოვყალიბდით, რომ გადაცემა გავიდოდა საზმაუწყებელზე, რადგან ჟურნალისტები ამბოდნენ, რომ ფორმატიც რაც მათ უნდოდათ, ყველაზე კარგად შეეფერებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს. გავაფორმეთ ხელშეკრულება, ამ ჯგუფმა ჩამოაყალიბა კომპანიაახალი დროება", ჩვენ - „ჯიელტივი".  მილიონ 900 დოლარი დაახლოებით იყო კონტრაქტის ფასი, შიგნით თანხა როგორ ნაწილდებოდა, ჩემ კომპეტენციაში არ შედიოდა",- აღნიშნა სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს ყუბანეიშვილმა.  


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner