„სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 1 071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა“, - ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ს 12 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 183 127 შემთხვევაა დადასტურებული, დღემდე ვირუსს 3 332 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 167 977-ია.