-
+
20 მარტი. 2021. 13:18
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა.
„ფაქტობრივად არაფერი მიგრძვნია. ძალიან კარგი იყო“, - განაცხადა ჯონსონმა ვაქცინაციის შემდეგ და საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
მედიის ინფორმაციით, 56 წლის პრემიერმა ვაქცინაცია იმ საავადმყოფოში ჩაიტარა, სადაც დაახლოებით 1 წლის წინ კორონავირუსის დიაგნოზით რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. აღსანიშნავია, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით გუშინ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსიც აიცრა.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი განაცხადა, რომ მზადაა, ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ჩაიტაროს, თუკი ამ შეთავაზებას მიიღებს.
https://www.interpressnews.ge/ka/article/647525-boris-jonsoni-astrazenekas-vakcinit-aicra