logo_geo
eng_logo
ბორის ჯონსონი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა
- +

20 მარტი. 2021. 13:18

 

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა.

 

ფაქტობრივად არაფერი მიგრძვნია. ძალიან კარგი იყო“, - განაცხადა ჯონსონმა ვაქცინაციის შემდეგ და საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

 

მედიის ინფორმაციით, 56 წლის პრემიერმა ვაქცინაცია იმ საავადმყოფოში ჩაიტარა, სადაც დაახლოებით 1 წლის წინ კორონავირუსის დიაგნოზით რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. აღსანიშნავია, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით გუშინ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსიც აიცრა.

 

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი განაცხადა, რომ მზადაა, ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ჩაიტაროს, თუკი ამ შეთავაზებას მიიღებს.

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/647525-boris-jonsoni-astrazenekas-vakcinit-aicra

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner