-
+
20 მარტი. 2021. 13:38
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებისაკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ წერს.
ჯანმო-ს გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, COVID-19 მომაკვდინებელი დაავადებაა და Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინას მისი პრევენცია შეუძლია. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კორონავირუსს დამოუკიდებლადაც შეუძლია გამოიწვიოს კოლტები და თრომბოციტების დაბალი რაოდენობა.
„ქვეყნებს მოვუწოდებთ, განაგრძონ COVID-19-ის უმნიშვნელოვანესი ვაქცინის გამოყენება“, - განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
მანამდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა დაასკვნა, რომ თრომბის კავშირი AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან არ დასტურდება. მათივე განცხადებით, ვაქცინის სარგებელი აჭარბებს რისკებს.
18 მარტს, ევროპის წამლის სააგენტომ AstraZeneca-ს ვაქცინას მწვანე შუქი აუნთო. ევროპის წამლის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.
https://report.ge/world/janmo-msoflios-astrazeneca-s-gamoqenebisken-moutsodebs/