logo_geo
eng_logo
ჯანმო მსოფლიოს AstraZeneca-ს გამოყენებისკენ მოუწოდებს
- +

20 მარტი. 2021. 13:38

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებისაკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“  წერს.

 

ჯანმო-ს გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, COVID-19 მომაკვდინებელი დაავადებაა და Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინას მისი პრევენცია შეუძლია. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კორონავირუსს  დამოუკიდებლადაც შეუძლია გამოიწვიოს კოლტები და თრომბოციტების დაბალი რაოდენობა.

 

„ქვეყნებს მოვუწოდებთ, განაგრძონ COVID-19-ის უმნიშვნელოვანესი ვაქცინის გამოყენება“, - განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

 

მანამდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა დაასკვნა, რომ თრომბის კავშირი AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან არ დასტურდება. მათივე განცხადებით, ვაქცინის სარგებელი აჭარბებს რისკებს.

 

18 მარტს, ევროპის წამლის სააგენტომ AstraZeneca-ს ვაქცინას მწვანე შუქი აუნთო. ევროპის წამლის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.

 

https://report.ge/world/janmo-msoflios-astrazeneca-s-gamoqenebisken-moutsodebs/

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner