logo_geo
eng_logo
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ხალხი გადაწყვეტს, რომ დამხვრიტოს, კედელთან მორჩილად დავდგები
- +

20 მარტი. 2021. 16:44

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ იგი ქვეყნიდან გაქცევას არ აპირებს.

 

„ვგავარ ისეთ ადამიანს, რომელსაც გაქცევა შეუძლია? თუ ხალხი გადაწყვეტს, რომ უნდა დამიხვრიტოს, კედელთან მორჩილად დავდგები. ნურავინ იფიქრებს, რომ ხალხის გადაწყვეტილებას გავექცევი", - განაცხადა ფაშინიანმა.

 

ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას ფაშინიანმა აღნიშნა, რომ „ქვეყანაში არიან ადამიანები და ძალები, რომელთაც სისხლისღვრა სურთ”.

 

მანამდე სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს ინტერესებში ფაშინიანის დაუყოვნებლივი გადაყენება და მისი ემიგრაციაში გაშვებაა.

 

ცნობისთვის, სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა. რიგგარეშე არჩევნები 20 ივნისს გაიმართება.

 

https://report.ge/world/tu-khalkhi-gadatsqvets-rom-damkhvritos-kedeltan-morchilad-davdgebi-fashiniani/

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner