-
+
20 მარტი. 2021. 16:48
ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია „მოდერნამ“ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური კვლევები ბავშვებზე დაიწყო.
კლინიკურ კვლევებში მონაწილეობას შეერთებული შტატებიდან და კანადიდან 6 თვიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვები მიიღებენ.
კვლევები ორ ეტაპად ჩატარდება: პირველ ეტაპზე ვაქცინას მოხდება 2-დან 11 წლამდე ასაკის მოხალისეებში გამოცდიან, ხოლო მომდევნო ეტაპზე პრეპარატს 6 თვიდან 2 წლამდე ბავშვების მიიღებენ. მონაწილეთა მონიტორინგი 12 თვის განმავლობაში განხორციელდება. კვლევაში მონაწილეობას სულ 7 000 ბავშვი მიიღებს.
„მოდერნას“ ვაქცინის ეფექტურობაა 94.5%-ს შეადგენს. იგი უკვე დამტკიცებულია ევროკავშირში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ისრაელში, საუდის არაბეთში.
https://report.ge/world/moderna-s-vaktsinis-testireba-bavshvebze-daitsqes/