logo_geo
eng_logo
გიორგი შენგელაია: საქმეს პაატა ბურჭულაძე აფუჭებს...
- +

12 ივლისი. 2016. 04:25


კინორეჟისორი გიორგი შენგელაია „მთელ კვირასთან" მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ იგი კვლავ რჩება „ქართული ოცნების" აქტიურ მხარდამჭერად და შესაბამისად, მის გასარჯვებაში ეჭვი არ ეპარება.


 

„ჩემი აზრით, "ქართული ოცნება" არჩევნებში გაიმარჯვებს. შეიძლება უმრავლესობა ვერ მოიპოვოს, მაგრამ გამარჯვებით კი ნამდვილად "ოცნება" გაიმარჯვებს.

 

ახლა საქმეს სახალხო არტისტი და ცნობილი ბანი, პაატა ბურჭულაძე აფუჭებს, რომელიც ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რამდენად ცუდ საქმეს აკეთებს, ეტყობა, ძალიან პატივმოყვარეა და ვხვდები, საითაც მიდის.

 

მან შესაძლოა გარკვეული ხმები "ოცნებას" წაართვას. ჩვენი ამომრჩევლის დონეც ბევრ რამეზე მეტყველებს - სად გაგონილა, რომელ ქვეყანაში უნახავთ პოლიტიკაში მომღერალი, რეჟისორი, მსახიობი, სპორტსმენი, მწერალი? - ეს იქ აბსოლუტური ნონსენსია.

 

სირცხვილია, მუშაობდე ისეთ ადგილას, რომლის სპეციფიკა არ იცი. პარლამენტში მეწარმეები, პოლიტოლოგები, იურისტები, ფინანსისტები უნდა მუშაობდნენ და არა მსახიობები. "ოცნებასაც" ვურჩევ, ახალი საარჩევნო სიები მსახიობებითა და მომღერლებით არ დააკომპლექტოს. ამ საქმეში მხოლოდ პროფესიონალები უნდა იყვნენ. ახლანდელი "ოცნების" შემადგენლობაშიც ხომ არის ასეთები ხალხი? - იგივე კვირიკაშვილი, სერგეენკო, სესიაშვილი, ვოლსკი და სხვები.

 

რაც შეეხება სხვა პარტიებს, არ მგონია, რომ მათ დიდი შანსი აქვთ. იგივე "ნაციონალებს" სტაბილური 12% სულ აქვთ და მეტი არც მოემატებათ. მათი ამომრჩეველი ის ხალხია, ვინც სააკაშვილის დროს მოპარული ფულით ცხოვრების შესაძლებლობა დაკარგა. ხალხი "ოცნებას" უკიჟინებს - აი, დაპირებები არ შეასრულეო. გაიხედონ, წაიკითხონ პრესა, ნახონ, რა ხდება მეზობელ ქვეყნებში, ყველგან კრიზისია. რა თქმა უნდა, გარკვეული შეცდომები "ოცნებამაც" დაუშვა, მაგრამ არა ისეთი, როგორიც წინა ხელისუფლებამ. ასე რომ, მე კვლავ ვრჩები "ოცნების" აქტიურ მხარდამჭერად."- განაცხადა შენგელაიამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner