დუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ორი პირის დაზიანება მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა, ორივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
https://www.interpressnews.ge/ka/article/647579-dushetshi-kveitad-mosiaruleebs-avtomankana-daejaxa