logo_geo
eng_logo
საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს
- +

4 მარტი. 2016. 14:30



საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის" პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევის შეხვედრაზე აღინიშნა.


მხარეებმა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „სოკარს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგები შეაჯამეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

 

„მოხარულები ვართ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაზეც არანაირი ეჭვის საფუძველი არ არებობდა.  სასიხარულოა ის ფაქტი, რომ „სოკარს" გაუჩნდა  დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირის მოწოდების ტექნიკური შესაძლებლობა", - აღიშნა პრემიერმა შეხვედრაზე.


აღინიშნა, რომ დღეს ხელი ეწერება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „სოკარს"  შორის ხელშეკრულებათა პაკეტს, რომლის თანახმად,  საქართველო დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. ამასთან, „სოკარმა" გამოთქვა მზადყოფნა, 1000 მ3-ზე 35-40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის კომერციული გაზის ფასი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner