logo_geo
eng_logo
შსს-მ გარდაბანში ქურდობის ფაქტი გახსნა
- +

12 ივლისი. 2016. 10:15


შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,  1968 წელს დაბადებული,  წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ალადინ ი. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის რაიონში მდებარე ერთ-ერთი ხის საამქროდან ელექტროხელსაწყოები მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლისა და ეზოს ჩხრეკისას, ხის საამქროდან მოპარული ელექტროხელსაწყოების გარდა, ამოიღეს „ეფ-1"-ის ტიპის ხელყუმბარა, გადაჭრილი თოფი - ე.წ.  აბრეზი, 6.81 გრ გამომშრალი მარიხუანა და 2 ძირი კანაფი. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს  აღიარებს.


გამოძიება ქურდობის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის,  ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივაციისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner