-
+
20 მარტი. 2021. 18:58
გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 1 187 ადამიანს გამოუვლინდა, 14 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 245 490 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 3 339 ადამიანი. ვირუსისგან 232 534 პაციენტი განიკურნა.
https://imedinews.ge/ge/covid19/192933/azerbaijanshi-koronavirusis-1187-shemtkhveva-gamovlinda