logo_geo
eng_logo
გარდაცვლილი ექთნის ოჯახს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭა
- +

20 მარტი. 2021. 21:01

 

„გარდაცვლილი 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭა“, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატმა, ვახტანგ ბარამაშვილმა განუცხადა.

 

ადვოკატის ინფორმაციით, საქმის მასალების გაცნობას დაზარალებული მხარე ხვალიდან შეძლებს.

 

მისივე თქმით, პროკურატურაში უკვე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გამოძიებამ სასამართლოს მიმართა რამდენიმე შუამდგომლობით, მათ შორის, რომ მოხდეს სამედიცინო ისტორიისა და დოკუმენტაციის ამოღება ახალციხიდან.

 

„ასევე, იმუნოლოგიის ცენტრში ინახება სისხლის ნიმუში, რომელზეც ჩვენც უნდა ჩავატაროთ ექსპერტიზა. გამოძიებას შევატყობინეთ, რომ ეს ნიმუში ინახებოდა. გამოძიებამ განჩინება გაამზადა ამ ნიმუშის ამოსაღებად. სისხლის ნიმუში გადაგზავნილია სიცოცხლის პერიოდში“, – განაცხადა ვახტანგ ბარამაშვილმა.

 

https://1tv.ge/news/gardacvlili-eqtnis-ojakhs-dazaralebulis-uflebamonacvlis-statusi-mienicha/

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner