logo_geo
eng_logo
გიორგი ხელაშვილი: მიუხედავად მოგონილი ბრალდებებისა, პანდემიური კრიზისი მთავრობამ დაძლია
- +

20 მარტი. 2021. 21:21

 

„არცერთ დაწესებულებაში, სახელმწიფო უწყებაში სისტემური პრობლემა არ შექმნილა“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, მიუხედავად მოგონილი ბრალდებებისა, პანდემიური კრიზისი მთავრობამ საკმაოდ დამაჯერებლად დაძლია.

 

„მე ამას ხელოვნურ კრიზისს დავარქმევდი. თუ ჩვენ შევხედავთ დღევანდელ ქართულ სახელმწიფოს, ერთი რამ ცხადია: მე ავირჩევდი სამ ფუნდამენტურ ბურჯს, რომელსაც სახელმწიფო ეყრდნობა. ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტები, ეკონომიკა და საგარეო პოლიტიკა.

 

არცერთ მათგანში კრიზისი არ შეინიშნება, რადგან სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობს, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ პარლამენტში არ შემოდის ოპოზიცია, სხვა მხრივ, ჩვენ ვნახეთ, რომ არცერთ სამინისტროში, არცერთ დაწესებულებაში, სახელმწიფო უწყებაში სისტემური პრობლემა არ შექმნილა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელია, პანდემიაა და 6 თვეა, ქვეყანაში ხელოვნური პოლიტიკური კრიზისია შექმნილი“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner