„„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გამოშვება ეს არაა პოლიტიკოსების საქმე, მას რამდენიმე საათში შეუძლია ციხის დატოვება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ხელაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„ეს ფუნდამენტურად განსხვავდება იმ ვითარებისგან, როცა რომელიმე არადემოკრატიული ხელისუფლება, ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელს გზავნის ციხეში და არ აძლევს მას გამოსვლის საშუალებას, სასამართლოს გვერდის ავლით“, -განაცხადა ხელაშვილმა.