logo_geo
eng_logo
გიორგი ხელაშვილი: როცა ოპოზიცია უარს ამბობს შეთანხმებაზე, პოლიტიკური ჩიხი შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს
- +

20 მარტი. 2021. 22:16

 

„როცა ოპოზიცია უარს ამბობს შეთანხმებაზე, პოლიტიკური ჩიხი შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ხელაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, დემოკრატიულ ქვეყენაში ორი გზა არსებობს, იმისთვის რომ ოპოზიცია კონსტრუქცილობაზე დაითანხმო.

 

„ერთია ძალიან არადემოკრატიული გზა, რომელიც მიუღებელია ყველასთვის და მათ შორის ჩვენთვის, რომ ოპოზიციას სხვა და სხვა მეთოდებით ხელი გადაუგრიხო.

ეს ჩვენმა ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, როგორ შეიძლება ძალისმიერი და უკანონო მეთოდების გამოყენება.

ამაზე ყველა უარს ამბობს, ეს გამორიცხულია, რადგან გვინდა რომ დემოკრატიული სახელმწიფო ვიყოთ. არის კიდევ მეორე, რომ დათანხმდე იმ ულტიმატუმებს, რომელიც ოპოზიციისგან მოდის“, - განაცხადა ხელაშვილმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner