„თუ მოლაპარაკების დროს პოზიცია არ იცვლება, ეს ნიშნავს იმას, რომ მხარე შეუვალია და მისი მიზანი არაა შეთანხმების მიღწევა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
როგორც ხელაშვილმა აღნიშნა, თუკი პოზიცია იცვლება და ხდება კონსტრუქციული, ამ შემთხვევაში მხარესთან მოლაპარაკება შესაძლებელია.
„ეს ნიშნავს იმას, რომ მხარეს აქვს მიზანი შეთანხმებას მიაღწიოს. ამიტომ მოლაპარაკებაში ჩართულმა დიპლომატებმა კარგად იციან, ვის რა პოზიცია ჰქონდა და ვის სურდა შეთანხმება და ვის არა“, - განაცხადა ხელაშვილმა.
18 მარტს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.