logo_geo
eng_logo
გიორგი ხელაშვილი: ოპოზიციას აქვს ილუზია, რომ დაელაპარაკება ადამიანებს და პროპაგანდით თავის ჭკუაზე გადმოიყვანს
- +

20 მარტი. 2021. 23:33

 

„ოპოზიციის მიერ ახლა არჩეულ ტაქტიკას მივესალმები, რომ ხალხთან ლაპარაკი სურთ. ამან შესაძლოა მათი პოზიციები რადიკალურად შეცვალოს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ოპოზიციას აქვს ილუზია, რომ ინდივიდუალურად დაელაპარაკება ადამიანებს და ამ პროპაგანდითა და ინიციატივით თავის ჭკუაზე გადმოიყვანს.

 

„მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ეს ასე არ ხდება. ეს არის დიალოგი. თუ ისინი მართლაც მივლენ თავიანთ აქტივისტებთან ან უბრალოდ დაიწყებენ სიარულს ხალხში, დიდი ალბათობაა, რომ ხვალ არამც თუ პარლამენტში შემოვიდნენ, არამედ საერთოდ წავიდნენ პოლიტიკიდან.

ვინაიდან მათ შეიძლება არ იცოდნენ ხალხის განწყობა სინამდვილეში როგორია. თუ მართლა წავლენ და ხალხს შეეკითხებიან, ხალხი მათ პირდაპირ ეტყვის, თუ რა უნდა გააკეთონ. ამიტომ 15 მაისამდე კი არა, მანამდეც შესაძლოა იმისგან განსხვავებული რადიკალური გადაწყვეტილება მიიღონ რაც ჩაიფიქრეს“, - აღნიშნა ხელაშვილმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner