ბუდაპეშტში გამართულ ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირზე ქართველმა ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეებმა ტოკიოს ოლიმპიადის ორი საგზური მოიპოვეს.
რამაზ ზოიძემ (67 კგ) ეფექტურ სტილში აშკარა უპირატესობით მოუგო სომეხ არსენ გალსტიანს 10-1, ფინალში გავიდა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა.
მეორე ლიცენზია კი ლაშა გობაძეს (87 კგ) ეკუთვნის. გობაძემ ნახევარფინალში რუსი ალირზაევი 9-5 დაამარცხა. ოლიმპიადის საგზური მხოლოდ ფინალში გასულმა მოჭიდავეებმა მოიპოვეს.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზური ავთანდილ კენჭაძემაც მოიპოვა.