logo_geo
eng_logo
ქართველმა მოჭიდავეებმა ტოკიოს ოლიმპიადის საგზური მოიპოვეს
- +

21 მარტი. 2021. 00:04

 

ბუდაპეშტში გამართულ ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირზე ქართველმა ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეებმა ტოკიოს ოლიმპიადის ორი საგზური მოიპოვეს.

 

რამაზ ზოიძემ (67 კგ) ეფექტურ სტილში აშკარა უპირატესობით მოუგო სომეხ არსენ გალსტიანს 10-1, ფინალში გავიდა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა.

 

მეორე ლიცენზია კი ლაშა გობაძეს (87 კგ) ეკუთვნის. გობაძემ ნახევარფინალში რუსი ალირზაევი 9-5 დაამარცხა. ოლიმპიადის საგზური მხოლოდ ფინალში გასულმა მოჭიდავეებმა მოიპოვეს.

 

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზური ავთანდილ კენჭაძემაც მოიპოვა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner