logo_geo
eng_logo
ავტომობილების რაოდენობა და აზოტის დიოქსიდი ჰაერში
- +

12 ივლისი. 2016. 10:51



გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, თბილისის 13 სხვადასხვა ადგილას ჩატარებულმა გაზომვებმა აჩვენა, რომ უმეტეს შემთხვევებში ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობა მანქანების რაოდენობის პირდაპირპროპორციულად იზრდება.


როგორც სააგენტოს მიერ მოწოდებული მონაცემების ცხრილიდან ჩანს, აზოტის დიოქსიდის დაბალი ინდექსი მხოლოდ ორ ადგილას: გორგასლის ქუჩა N115 და ქავთარაძისა და პოლიტკოვსაიას ქუჩების გადაკვეთაზე დაფიქსირდა, ხოლო დანარჩენ წერტილებში მისი შემცველობა ყველგან ნორმაზე მაღალი - საშუალო იყო.


დაბალი ინდექსი - ანუ ნორმის ფარგლებში არსებული კონცენტრაცია - 0-დან 40 მკგ/მ3- მდეა, საშუალო ინდექსი კი, რომელიც უკვე ზღვრულ დასაშვებ ნორმას სცილდება  - 41-80მკგ/მ3



როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ბაგრატია ამბობს, გაზომვები თბილისში ავტოტრანსპორტსა და ჰაერის დაბინძურებას შორის კავშირის დასადგენად ჩატარდა.

 

„ინდიკატორული მილაკები 13 წერტილში განთავსებული იყო იმ შუქნიშნებთან, რომელთაც აქვთ ტრანსპორტის დეტექტორები. მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა მოგვაწოდა ინფორმაცია სატრანსპორტო ნაკადების შესახებ ჯამურად თითოეულ ობიექტზე იმ პერიოდისთვის, როდესაც აქ ინდიკატორული მილაკები ეკიდა“, - აცხადებს ბაგრატია.

 

ინდიკატორული გაზომვები ჩატარდა 19 აპრილიდან 3 მაისამდე საქართველოს 16 ქალაქის 61 წერტილში. ცხრილში და გრაფიკზე მოცემულია მანქანების რაოდენობა (მილიონებში) და აზოტის დიოქსიდის მიღებული კონცენტრაცია.

 

 

„მიღებული მონაცემების მიხედვით, ყველა წერტილში დაბალი იყო გოგირდის დიოქსიდის, ოზონისა და ბენზოლის ინდექსები. აზოტის დიოქსიდის ინდექსი 5 ქალაქში აღინიშნებოდა, როგორც დაბალი, ასევე საშუალო, ხოლო დანარჩენ 11-ში ყველგან იყო დაბალი. ქალაქ თბილისში 19 წერტილიდან დაბალი იყო მხოლოდ 6-ში, ხოლო დანარჩენ 13 წერტილში კი საშუალო და მათ შორის ყველაზე დიდი კონცენტრაცია დაფიქსირდა ყაზბეგის გამზირისა და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე“, – ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

 

ქალაქ თელავში აზოტის დიოქსიდის საშუალო ინდექსი დაფიქსირდა აღმაშენებლის ქუჩაზე, ქალაქ ზესტაფონში – აღმაშენებლის ქუჩაზე, ბათუმში 4-ვე წერტილში და მათ შორის ყველაზე დიდი კონცენტრაცია ტერმინალთან და ქუთაისში 5 წერტილიდან 2 წერტილში და მათ შორის ყველაზე დიდი კონცენტრაცია აღინიშნა ჭავჭავაძის ქუჩაზე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner