logo_geo
eng_logo
მაზაჰირ აფანდიევი: ილჰამ ალიევი დღესასწაულს ხალხის გვერდით აღნიშნავს
- +

21 მარტი. 2021. 12:47

 

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის დეპუტატმა მაზაჰირ აფანდიევმა აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

 

„არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობები მდგრადი განვითარების (SGS) 17 მიზანსა და ერთმანეთს ქვეყნებისა და კონცეფციების საშუალებით უკავშირდებიან. კონცეფცია წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის თითოეული ელემენტისთვის განსაზღვრულ მახასიათებლებს, როგორებიცაა დღესასწაულები, ცეკვა, ხელნაკეთი ნივთები, ჩვეულებები, ფესტივალები და ერისათვის დამახასიათებელი სხვა მნიშვნელოვანი ელემენტები. ამასთან, კულტურა სიცოცხლის მთავარ წყაროს წარმოადგენს, უზრუნველყოფს პიროვნულობის ძლიერ განცდას და ტრადიციული პრაქტიკისა და დღესასწაულების საშუალებით, საზოგადოების სიამაყეს წარმოადგენს.

 

აზერბაიჯანული მუღამი, აზერბაიჯანული აშუღების ხელოვნება, ტრადიციული ხალიჩის ქსოვა, ოსტატობა და ტარის ხელოვნება, ჩოვგანი (ტრადიციული ყარაბაღული საცხენოსნო თამაში), კელეგაი (ქალის აბრეშუმის თავსაბურავი), დედე-გორგუდის მემკვიდრეობა (ეპიკური კულტურა), მინიატურის ხელოვნება, ნარის დღესასწაული (ბროწეულის), ნაჩიხევანის იალის ტრადიციული ცეკვა და ნოვრუზის დღესასწაული. ისინი აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, UNESCO-სა და ISEშCO-ს კეთილი ნების ელჩის, მეჰრიბან ალიევას განსაკუთრებული ძალისხმევით, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.

 

ნოვრუზის დღესასწაული აზერბაიჯანელი ხალხის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საყვარელი დღესასწაულია, რომელიც ამ სიაში 2016 წელს შეიტანეს. იგი გაზაფხულის დადგომას, ბუნების განახლებას აღნიშნავს და გაზაფხულის ბუნიაობაზე, 20-21 მარტს - ასტრონომიული ახალი წლის დასაწყისში აღინიშნება. ნოვრუზი ძველი დღესასწაულია, რომელიც ჩვენი ხალხის კულტურას, ეროვნულ და სულიერ ფასეულობებს ასახავს და მსოფლიო მასშტაბით მათ პოპულარიზაციას ახორციელებს. ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ნოვრუზს უძველესი ფესვები აქვს და ყოველთვის ჩვენი ერის გულში ცოცხლობს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, აზერბაიჯანელები ნოვრუზს უფრო საზეიმოდ აღნიშნავენ.

 

ჩვენი დიადი ლიდერი ჰეიდარ ალიევი დღესასწაულის დროს, ყოველთვის ხალხის გვერდით იდგა. მოსახლეობას ულოცავდა და მოუწოდებდა, ეცხოვრათ ერთობაში და შეთანხმებულად. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ამ ტრადიციას ინარჩუნებს და  ნოვრუზს ყოველთვის თავისი ხალხის გვერდით, ჩვენი ქვეყნის სტუმრებთან ერთად აღნიშნავს.

 

როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, ეს ტრადიციული დღესასწაული, მისი ელემენტების კერძოდ, მშვიდობიანობისა და კეთილდღეობის, კულტურისა და ღირებულების გაზიარების, ასევე ბუნებასთან კავშირის გამო, პირველ რიგში მდგრადი განვითარების შვიდ სხვადასხვა მიზანთან არის დაკავშირებული.

 

ნოვრუზი საყვარელი დღესასწაულია, რადგან ყოველ წელს ფესტივალის მაგიდა ეროვნული სამზარეულოს ტრადიციული ტკბილეულობით, კერძოდ, ფახლავით, შაქარბურა, შორგოგალითა და ბადამბურათია დატვირთული. ნოვრუზთან დაკავშირებული კიდევ ერთი საყვარელი დეტალი  კულტურის გაზიარების შესაძლებლობაა. მეზობლები, ნათესავები, მეგობრები და ოჯახის ყველა წევრი ერთმანეთს სტუმრობენ, რათა ტკბილეული ერთად გააკეთონ და არდადეგებზე ერთად გაერთონ. ნოვრუზის დღესასწაულზე აუცილებელია ერთიანობა და შეთანხმებულად მოქმედება. ურთიერთშეთანხმების საშუალებით, ადამიანები ტკბებიან ოჯახის სულისკვეთებით და ქმნიან ღირებულებებს, რომლებიც მომავალ თაობებს საუკუნეების განმავლობაში გადაეცემათ. ნოვრუზის სახით, საერთო სულისკვეთებით ბავშვებიც კი სარგებლობენ და ხანდაზმულებთან თაობათაშორის დიალოგს იწყებენ. უფრო მეტიც, ნოვრუზის დღესასწაულ ითვალისწინებს, რომ ყველაფერი რასაც გავაკეთებთ სოციალურად დაუცველ ჯგუფებს გავუზიაროთ (SDG 1-ლი და მე-2 მიზნები). რაც ემსახურება მდგრადი განვითარების მიზანს - „არავინ დავტოვოთ უყურადღებოდ“ -  და აძლიერებს მშვიდობიან საზოგადოებებს (SDG მე-10 და  მე-16 მიზნები).

 

ნოვრუზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია ტრადიციული ოსტატობა. ტრადიციული ოსტატობა მდგრადი შემოსავლის წყაროა მრავალი ადამიანისთვის, განსაკუთრებით აზერბაიჯანის სოფლად მცხოვრები ქალებისა და უმცირესობებისათვის. რიტუალები და სადღესასწაულო ღონისძიებები ხელს უწყობს სიმდიდრის გადანაწილებას და საზოგადოების წევრებს სთავაზობს მომსახურებას სოციალური სოლიდარობის განმტკიცების დროს. სოლიდარობის განმტკიცების დროს. ეს არის იმის ნათელი ილუსტრაცია, თუ როგორ შეიძლება უზრუნველყოს არამატერიალურმა კულტურულმა მემკვიდრეობამ ღარიბი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება (SDG 1-ლი და მე-10 მიზნები).

 

უდავოა ის ფაქტი, რომ ნოვრუზის დღესასწაულის რეალიზაციისათვის მთავარ ძალას, დღესასწაულის ყველა ასპექტისა და ელემენტის გათვალისწინებით, ქალები წარმოადგენენ. ნოვრუზი კულტურის სფეროში გენდერულ თანასწორობას გამოხატავს.  სახელოსნო ნაწარმის წარმოებაში ქალები ლიდერობენ და თავიანთი ხელობის საშუალებით,  ოჯახისთვის საარსებო წყაროსაც შოულობენ. საზოგადოებაზე დაფუძნებულ სპექტაკლებში ქალები ერთმანეთსა და უფრო ფართო საზოგადოებებს შორის, მუსიკისა და ცეკვის საშუალებით, სოლიდარობას ავრცელებენ, ხოლო ეროვნული წარმოდგენებით თავიანთი ცოცხალი მემკვიდრეობისთვის გლობალურ აღიარებას იხვეჭენ (SDG მე-5). გენდერული თანასწორობა ასევე ღიად არის წარმოდგენილი ნოვრუზის ფესტივალებსა და რიტუალებში.

 

ნოვრუზი ეს არის ბუნების ანარეკლი. ის ადასტურებს, რომ ჩვენი ერი ბუნებასთან ჰარმონიაშია და ბუნებრივი მოვლენების ცვლილებებს ზეიმობს. ნოვრუზს პირდაპირი კავშირი აქვს SDG-ის მე-6,მე-15 და მე-13 მიზნებთან.

 

ნოვრუზის წარმოშობა ჯერ კიდევ უძველესი ადათ-წესებიდან, ბუნების კულტურისა და ნაყოფიერების, აგრეთვე ბუნების დაცემისა და აღმავლობის რწმენიდან მოდის. ნოვრუზამდე ერთი თვის განმავლობაში, ყოველი სამშაბათი ბუნების ოთხ ელემენტს: წყალს, ცეცხლს, მიწასა და ჰაერს (ან ქარი) ეძღვნება. აზერბაიჯანს, როგორც ცეცხლის ქვეყანას მასთან დაკავშირებული მდიდარი ტრადიციები აქვს. ცეცხლი განწმენდისა გამორკვევის სიმბოლოა. ნოვრუზის პერიოდში კოცონები ინთება. ცეცხლს წყლით არასოდეს აქრობენ, იგი  თავისით ჩაიწვება.

 

„ხმელეთზე ცხოვრების“  ელემენტები ნოვრუზის მთავარი ატრიბუტია (SDG15). სამანის (მწვანე ღივის ხორბლის) მოყვანა ყველაზე წმინდა ნოვრუზული ცერემონიაა. ვინაიდან ნოვრუზის დღესასწაულს პირდაპირი კავშირი აქვს გარემოსთან, კლიმატის ნებისმიერ მნიშვნელოვან ცვლილებას შეუძლია ასახვა ჰპოვოს ამ დღესასწაულის აღმნიშვნელი ადამიანების ცხოვრების წესზე. კლიმატის ცვლილებას შეუძლია შექმნას ტრადიცია და ასევე გაანადგუროს ასობით ნოვრუზის მსგავსი დღესასწაული.

 

კაცობრიობას შეუძლია შეინარჩუნოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მდგრადი განვითარება ბუნების გადარჩენისა და კლიმატის ცვლილებებზე ზრუნვის გზით“, - ნათქვამია მაზაჰირ აფანდიევის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner