ავღანეთში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი ქვეყნის პრეზიდენტ აშრაფ ღანის შეხვდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მხარეებმა ავღანეთში სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობა და ქვეყნიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის საკითხები განიხილეს. შეხვედრის შემდეგ ოსტინმა Twitter-ზე განცხადება გამოაქვეყნა.
„ავღანეთში ჩამოვედი იმისთვის, რომ მოვისმინო და ვისწავლო“, - დაწერა მან.