logo_geo
eng_logo
ბელარუსში სოციალ-დემოკრატების ლიდერი დააკავეს
- +

21 მარტი. 2021. 21:10

 

ბელარუსში სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე იგორ ბორისოვი დააკავეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ცოლმა აცნობა.

 

ელენა ბორისოვას თქმით, მისი მეუღლე შვილების თვალწინ დააპატიმრეს. ოპოზიციონერის დაკავების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

 

სოციალ-დემოკრატიული პარტია ერთ-ერთია იმ პარტიებიდან, ვინც 25 მარტისთვის დაგეგმილ გრანდიოზულ აქციაში აპირებს მონაწილეობის მიღებას.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner