საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რეჟისორ რუსუდან გლურჯიძეს კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე მთავარი პრიზის აღებას ულოცავს.
„ვულოცავ ქართველ რეჟისორს რუსუდან გლურჯიძეს კარლოვი-ვარის კინოფესტივალის მთავარი პრიზის - „ბროლის გლობუსის" მოპოვებას.
ეს ქართული კინოს საუკეთესო ტრადიციების გაგრძელება და კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა.
ვულოცავ ამ გამარჯვებას მთელ შემოქმედებით ჯგუფს, პროექტის ყველა მონაწილეს და ვუსურვებ კიდევ მრავალ წარმატებას", - ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.