-
+
22 მარტი. 2021. 00:05
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახალი სოციალური ქსელის შექმნას აპირებს. ამის შესახებ ტრამპის მრჩეველმა ჯეისონ მილერმა Fox News-თან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ახალი პლატფორმა ორ-სამ თვეში ჩაეშვება: „ტრამპი სოციალური მედიის სივრცეში ორ-სამ თვეში, საკუთარ პლატფორმაზე დაბრუნდება.“
როგორც მილერმა აღნიშნა, ეს იქნება მსხვილი პლატფორმა, რომელიც ათობით მილიონ მომხმარებელს მიიზიდავს.
წყარო :