„ქართული ოცნების" 20-მდე ახალი სახე იქნება წარდგენილი ხვალ, საგურამოში დაგეგმილ პრეზენტაციაზე.
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკის განცხადებით, როგორც მაჟორიტარული, ასევე პარტიული სიის ფორმირება 18 ივლისამდე დასრულდება.
„მზად ვართ, 20-მდე ახალი მონაწილე წარმოვადგინოთ ჩვენი პარტიის, იმის მიუხედავად, იქნებიან სიაში თუ მაჟორიტარებად, ყოველ შემთხვევაში, ეს ხალხი იქნება „ქართული ოცნების" აქტივი. წარმოდგენილი იქნება უახლოეს დღეებში და თქვენ ამას შეიტყობთ. იმედია, რომ 18-მდე მთელი სია იქნება თქვენს განკარგულებაში", - განაცხადა ვოლსკიმ.