logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილის დაკარგული ავტომობილი პოლიციამ აღმოაჩინა
- +

12 ივლისი. 2016. 12:29



ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის კუთვნილი Toyota Land Cruiser 200, რომელიც ბოროტმოქმედებმა გასულ კვირას მოიპარეს, პოლიციამ აღმოაჩინა.



უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ გამოცემა „სტრანას" განუცხადა, რომ მანქანა არ დაზიანებულა და უკვე დაუბრუნეს მფლობელს.


მისი თქმით, ავტომობილით როგორც მიხეილ სააკაშვილი, ასევე მისი ძმა დავითი სარგებლობდნენ. ამასთანავე, ის დაცვის ერთ-ერთ სამსახურზეა გაფორმებული.



ოდესის გუბერნატორის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაჯავშნილი „ჯიპი", რომლის ფასი 6 მილიონ გრივნას შეადგენს, სააკაშვილს არ ეკუთვნის.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner