logo_geo
eng_logo
ინდოეთის შრატის ინსტიტუტი საკუთარ ქვეყანაში გაზრდილი მოთხოვნის გამო ბრაზილიაში, მაროკოსა და საუდის არაბეთში ვაქცინის მიწოდებას აჩერებს
- +

22 მარტი. 2021. 15:55

 

ინდოეთის შრატის ინსტიტუტი (SII) ბრაზილიას, საუდის არაბეთსა და მაროკოს  „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ვეღარ მიაწოდებს. მიზეზად კი საკუთარ ქვეყანაში ვაქცინაზე გაზრდილ მოთხოვნილებას ასახელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ვებგვერდი news18.com „როიტერსზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

 

ინდოეთს, როგორც ვაქცინის უმსხვილეს მწარმოებელს, საკუთარ ქვეყანაში იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ინდოეთის შრატის ინსტიტუტმა სხვა ქვეყნებს ვაქცინის იმაზე მეტი დოზა მიჰყიდა, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში მოიხმარა და ეს იმ ფონზე, როდესაც ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების იმაზე მეტი მაჩვენებელია, ვიდრე აშშ-სა და ბრაზილიაში. ამჟამად ინდოეთში კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვიან. ქვეყანაში 11,6 მილიონი კოვიდინფიცირებული ჰყავთ.

 

პირველად ყოველდღიურმა გაზეთმა „Times of India“-მ გაავრცელა ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმად, დიდი ბრიტანეთი მომდევნო თვეში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სხვა ქვეყნებისთვის მიწოდებას შეამცირებდა, რადგან ინდოეთის შრატის ინსტიტუტი მათ, სავარაუდოდ, მოსალოდნელზე მეტ დოზას გადასცემდა.

 

რამდენიმე კვირის წინ SII-მა დიდ ბრიტანეთს ახლახან შეკვეთილი 10 მილიონი დოზის ნახევარი გადასცა.

 

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრაზილიამ SII-სგან უკვე მიიღო ვაქცინის ოთხი მილიონი დოზა. საუდის არაბეთმა - სამი მილიონი, ხოლო ინდოეთის შრატის ინსტიტუტმა მაროკოს ვაქცინის შვიდი მილიონი დოზა მიაწოდა. სულ სამივე ქვეყანამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 20 მილიონი დოზა შეუკვეთა.

 

როგორც ვებგვერდი news18.com იუწყება, „როიტერსმა“ ვერ შეძლო დაუყოვნებლივ დაკავშირებოდა ამ ქვეყნების წარმომადგენლებს და დაედგინა, შეთანხმდნენ თუ არა ისინი ვაქცინის მიწოდების შესწორებულ გრაფიკზე.

 

ვაქცინის უმსხვილესმა მწარმოებელმა SII-მა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. ის თანამშრომლობს „ასტრაზენეკასთან“, გეიტსის ფონდთან და Gavi-ს ვაქცინების ალიანსთან, რომ შედარებით ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინის მილიარდამდე დოზა აწარმოოს.

 

გამოცემის ცნობით, SII მუშაობს ვაქცინის წარმოების გაზრდაზე - აპრილსა და მაისში ას მილიონ დოზამდე, ხოლო ამჟამად შრატის ინსტიტუტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 60 მილიონიდან 70 მილიონ დოზამდე გაზრდას გეგმავს.

 

ბოლო მონაცმებით, ინდოეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 8 მილიონი დოზა უფასოდ გასცა, ხოლო თითქმის 52 მილიონი დოზა 75 ქვეყანას მიჰყიდა. ამათგან უმეტესობა SII-ის მიერ წარმოებული „ასტრაზენეკას“ ვაქცინა იყო.  იანვრის შუა რიცხვებში, იმუნიზაციის კამპანიის დაწყების შემდეგ, ინდოეთმა ვაქცინის 44 მილიონზე მეტი დოზა მიიღო.

 

https://www.news18.com/news/india/serum-institute-to-delay-vaccine-shipments-to-brazil-morocco-saudi-over-surging-demand-at-home-report-3557525.html

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner