logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ღმერთმა მისცეს საქართველოს და მთელ მსოფლიოს მშვიდობა და დიდი წყალობა
- +

12 ივლისი. 2016. 12:31



სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა დასრულდა.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ტაძარში შეკრებილთ პეტრე-პავლობის დღესასწაული მიულოცა და ისურვა, რომ მოციქულების ლოცვითა და მეოხებით დალოცოს უფალმა საქართველო. უმიწნდესმა მრევლთან ერთად სამჯერ იგალობა წმინდა მოციქულების, პეტრეს და პავლეს ტროპარი.



წმინდა მოციქულთა ლოცვით ღმერთმა მისცეს საქართველოს და მთელ მსოფლიოს მშვიდობა და დიდი წყალობა", - ბრძანა უწმინდესმა ქადაგებისას.



პატრიარქმა მრევლს შეახსენა, რომ ხვალ სვეტიცხოვლობის დღესასწაულია, 12 მოციქულის ხსენების დღე. უწმინდესის თქმით, სვეტიცხოვლის ტაძარი წმინდა მოციქულების სახელზე აშენდა.



პატრიარქი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დღეს, 19:00 საათზე ლოცვას დაიწყებს, ხოლო საღმრთო ლიტურღიას - ხვალ 10:00 საათზე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner