საყოველთაო ნათლობის ერთ-ერთი ორგანიზატორის მაია ქომეთიანის განცხადებით, სამების ტაძარში ხვალ ჩვილთა 44-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება.
მისივე თქმით, სამების ტაძარში ხვალ 738 ბავშვი მოინათლება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ამჟამად 28 371 ნათლული ჰყავს.
კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულები ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და შემდგომი შვილები არიან. ჩვილთა პირველი ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.