logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობებს ტოვებენ
- +

12 ივლისი. 2016. 12:47



ორი „რესპუბლიკელი" მინისტრი თანამდებობას ტოვებს. როგორც რესპუბლიკური პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, გადადგომის შესახებ განცხადებებს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი დაწერენ.


პრესკონფერენციაზე შესაბამისი განცხადება რესპუბლიკური პარტიის პირველმა ნომერმა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობებიდან გადადგომის საკითხზე პრემიერ-მინისტრს უახლოეს დღეებში მიმართავენ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner