logo_geo
eng_logo
ევროკავშირმა ჩინეთს 30 წლის მანძილზე პირველად სანქციები დაუწესა
- +

22 მარტი. 2021. 18:52

 

ევროკავშირმა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო ჩინეთის ხელისუფლების წინააღმდეგ დღეს სანქციები დააწესა. შეზღუდვები შეეხო ჩინეთის 4 მაღალჩინოსანს და სინცზიან-უიღურის ავტონომიური ოლქის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ბიუროს. დოკუმენტის თანახმად სწორედ ისინი არიან უშუალოდ პასუხისმგებელი რეგიონის მუსლიმი მოსახლეობის დევნასა და იდეოლოგიურ დამუშავებაზე.

 

ევროკავშირმა ჩინეთს სანქციები უკანასკნელად 1989 წელს, ტიანანმენის მოედანზე მშვიდობიანი დემონსტრანტების დახვრეტის გამო დაუწესა. მაშინ ევროპამ პეკინისთვის იარაღის მიწოდება აკრძალა.

 

ჩინეთთან ერთად სანქციების ქვეშ რუსეთის ხელისუფლების ორი წარმომადგენელიც მოექცა. ჩეჩნეთის მთავრობის მეთაურის მოადგილე აბუზაიდ ვისმურადოვი და ჩეჩნეთის ქალაქ არღუნის პოლიციის ყოფილი უფროსი აიუბ კატაევი სანქციების ქვეშ ჩეჩნეთში ლგბტ უმცირესობების დევნის გამო მოხვდნენ.

 

სანქციების დაწესებიდან ერთ საათში ჩინეთმა ევროკავშირის მისამართით საპასუხო სანქციების შესახებ განაცხადა.

 

https://report.ge/world/evrokavshirma-chinets-30-tslis-mandzilze-pirvelad-sanktsiebi-dautsesa/

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner