logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი გიორგი გახარიაზე: არ მინდა, იქამდე მივიდე, ვთქვა - ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა
- +

22 მარტი. 2021. 18:57

 

„არ მინდა, იქამდე მივიდე, ვთქვა, ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა, მაგრამ გამიკვირდა“, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

 

თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ჯობდა, არ წასულიყო გიორგი გახარია, თუმცა ყოფილი პრემიერის შემობრუნება მისთვის კითხვის ნიშნებს ბადებს.

 

„მედიაში სულ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში დაბრუნდებოდა. რაკი მეკითხებით, გეტყვით, რომ იმედი მქონდა, ამას არ გააკეთებდა, რადგან ჩვენ ერთად ვიმუშავეთ, მე მისი ვიცე-პრემიერი ვიყავი და ძალიან გამიკვირდა მისი წასვლა და ახლა კიდევ უფრო გამიკვირდა მისი მოსვლა. არ მინდა, იქამდე მივიდე, ვთქვა, ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა, მაგრამ გამიკვირდა. ჯობდა, არ წასულიყო... რაკი შემობრუნდა, ესეც კითხვის ნიშნებს ბადებს. თუ შემობრუნდა, ის იქნება ჩვენი ოპოზიცია და ჩვენ მოგვიწევს ოპონირება. ერთი მხრივ, ეს საინტერესო იქნება. ვერ ვიტყვი, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ეს საზიანო იქნება.

 

ჩვენთვის საზიანო იყო მისი წასვლა და მისი მოსვლა ჩვენთვის საზიანო არ მგონია, თუმცა გუნდში, პარლამენტში, სადაც გადაბარების პროცესში გახლდით, ყველა გაკვირვებული იყო, მეც მათ შორის პირველი და ჩვენთვის ეს საზიანო ვერ იქნება. მისთვის რამდენად კარგია ეს დაბრუნება, არ ვიცი, რადგან იქნება კითხვები, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს და რამდენად შეიძლება იყოს კომფორტული ეს კითხვები, არ ვარ დარწმუნებული, თუმცა წარმატებას ვუსურვებ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგიმ გახარიამ, დღეს განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

 

https://imedinews.ge/ge/politika/193176/tea-tsulukiani-giorgi-gakhariaze-ar-minda-iqamde-mivide-vtqva-an-tsasvla-ra-iko-an-mosvla

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner