logo_geo
eng_logo
ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა
- +

22 მარტი. 2021. 19:12

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.

 

როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, შარლ მიშელმა და ვლადიმირ პუტინმა ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობები განიხილეს.

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობები ახლა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

 

მისივე თქმით, ახლა მოსკოვთან უთანხმოება არაერთ საკითხზე არსებობს.

 

რუსეთთან ურთიერთობები სხვა მიმართულებით მხოლოდ იმ შემთხვევაში განვითარდება, თუ დაფიქსირდება მდგრადი პროგრესი ისეთ თემებზე, როგორიცაა მინსკის შეთანხმების იმპლემენტაცია, ჰიბრიდული და კიბერთავდასხმების შეწყვეტა ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე და ადამიანის უფლებების პატივისცემა. ამ კონტექსტში შარლ მიშელმა წამოსწია ალექსეი ნავალნის საკითხი. მან გაიმეორა ევროკავშირის მოწოდება, რომ ალექსეი ნავალნი უნდა გათავისუფლდეს და მისი მოწამვლის მცდელობის გამჭვირვალე გამოძიება ჩატარდეს.

 

ლიდერებმა ასევე განიხილეს კოვიდპანდემია, ვაქცინები და რეგიონული და გლობალური საკითხები.

 

https://1tv.ge/news/evropuli-sabchos-prezidenti-sharl-misheli-telefonit-esaubra-rusetis-prezident-vladimir-putins/

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner