logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: გელათის რესტავრაციის საკითხში, ძეგლთა დაცვის სააგენტომ სერიოზული ხარვეზები დაუშვა
- +

22 მარტი. 2021. 19:18

 

„მე როგორც დეპუტატმა და ახლა უკვე მინისტრმა, ჩავიხედე საქმეში, დოკუმენტებსა და პროექტში, მოვუსმინე ადამიანებს, ნამდვილად ვთვლი, რომ კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს აქვს დაშვებული სერიოზული ხარვეზები, გელათის რესტავრაციის საკითხში“, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„ეს პროცესი დაიწყო 2008 წელს და დღემდე გრძელდებოდა. ჩვენ მოგვიწევს ამ ხარვეზების გამოსწორება, რაც სამწუხაროდ დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული.

მოგვიწევს ეს თანხები, ამ მწირი ბიუჯეტის მიუხედავად, სისტემამ გამონახოს, რაც რბილად რომ ვთქვა, ტრაგიკულია... ერთის მხრივ დაზიანებულია გელათი, მეორეს მხრივ ხარვეზები არის ღია ჭრილობებივით, რომელსაც სწრაფი გამოსწორება სჭირდება“, - აღნიშნა წულუკიანმა.

 

როგორც მინისტრმა განაცხადა, ის  25 მარტს, პროფესიონალ არქიტექტორ-რესტავრატორებს შეხვდება.

 

 „სამწუხაროდ ამ სფეროში 12-15 პროფესიონალია დარჩენილი და მათ მინდა დიდხანს ყოფნა ვუსურვო. ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც დეპუტატობისას ვეჭიდებოდი და ვთხოვდი რჩევას. ეს უკვე სამხატვრო აკადემიის ხარვეზია, ეს ხალხი ასაკოვანია და მათ არაერთი კულტურული ძეგლი აქვთ გადარჩენილი“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner