logo_geo
eng_logo
ოზლემ თურეჯი: ვვარაუდობთ, რომ სულ რამდენიმე წელიწადში მზად გვექნება კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინები
- +

22 მარტი. 2021. 19:41

 

"ვვარაუდობთ, რომ სულ რამდენიმე წელიწადში მზად გვექნება კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინები“, - ამის შესახებ ოზლემ თურეჯი აცხადებს, რომელმაც მეუღლესთან, კომპანია BioNTech-ის აღმასრულებელ დირექტორ უღურ საჰინთან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირველმა შექმნა.

 

როგორც ოზლემ თურეჯი ამბობს, უკვე არსებობს ექსპერიმენტული ვაქცინა, თუმცა "ამ ეტაპზე რაიმე შედეგის პროგნოზირება რთულია".

 

უცხოური მედია წერს, რომ  პანდემიის პირობებში BioNTech-ის რესურსები მნიშვნელოვნად გაიზარდა და შედეგად, კომპანიას უკვე აქვს საჭირო სახსრები, რათა ახალი შემართებით დაუბრუნდეს თავდაპირველ მიზანს - კიბოს საწინააღმდეგო საშუალების შექმნას.

 

როგორც ცნობილია, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ინფორმაციულ რნმ-ზე, იგივე mRNA-ზე დაფუძნებული საშუალებაა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ იმუნურ სისტემაზე მოქმედების იმავე პრინციპის გამოყენება შესაძლებელია კიბოსთან საბრძოლველადაც.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner