logo_geo
eng_logo
მარინა ენდელაძე: ვაქცინაციის შემდეგ არანაირი გართულება არ მქონია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ალერგიული ვარ
- +

22 მარტი. 2021. 21:20

 

„თუკი რაიმე რისკფაქტორი შეიძლებოდა ყოფილიყო, მე უნდა ვყოფილიყავი, იმიტომ, რომ ვარ ალერგიული, მაქვს ასაკი და ბევრი რამ. არანაირი გართულება არ მქონია“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.

 

„ცოტა მგრძნობელობა მქონდა მკლავზე, აცრის ადგილზე და პირველ დღეს სავარაუდოდ მქონდა ტემპერატურა, მეორე დღეს ჩვეულებრივად ვმუშაობდი. ოდნავ შეიძლება სისუსტე მქონდა მეორე დღეს, მაგრამ ვიყავი ადეკვატური, შემეძლო ჩვეულებრივ სამუშაოს შესრულება. ამის შემდეგ აღარც ხელი მტკივა“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner