„თუ აღმოჩნდა, რომ ამ საკითხში, არჩევნების გაყალბება-არგაყალბების შემდეგ, მოლაპარაკებების ნაწილში მტყუანი არის ხელისუფლება ან ოპოზიცია, ეს უნდა გავიგოთ, რათა მტყუანის მხარეს არ აღმოვჩნდეთ“, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „იმედთან“ განაცხადა.
„თუ დავინახავთ, რომ ამ პროცესში „ქართული ოცნება“ უფრო მართალია, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“, უნდა შეგვეძლოს ამის აღქმა, დასაბუთება ადამიანებისთვის. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.
თუ ვიცი, რომ „ქართული ოცნება“ მართალია ოპოზიციასთან არჩევნების გაყალბება-არგაყალბებისა და შემდგომ პროცესებში, მაშინ არგუმენტი არ რჩება, რატომ არ შედიხარ პარლამენტში. „ქართული ოცნება“ თუ მართალი აღმოჩნდა ამ დავაში, რა არგუმენტი რჩება, რომ პარლამენტში არ შეხვიდე, უბრალოდ ჯერ შორია აქამდე“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.