მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 455 964 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 7 291 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 122 992 844 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 711 071 ადამიანი გარდაცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გასული წლის 11 მარტს გამოაცხადა.