logo_geo
eng_logo
ლევან იოსელიანი: ვადამდელმა არჩევნებმა, როგორც მოთხოვნამ, თავისი შესაძლებლობა ამოწურა - არავინ, ქვეყნის გარეთ, ამ გაჯიუტებას მხარს არ უჭერს
- +

23 მარტი. 2021. 00:45

 

ვადამდელმა არჩევნებმა, როგორც მოთხოვნამ, თავისი შესაძლებლობა და თავიც ამოწურა. არავინ, ქვეყნის გარეთ, ამ გაჯიუტებას მხარს არ უჭერს, ამიტომ, ოპოზიციამ ეს კომპრომისული ნაბიჯი უნდა გადადგას, ოღონდ ამის სამაგიეროდ უნდა მიიღოს ძალიან დიდი პოლიტიკური დივიდენდი“,  - ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

„ვგულისხმობ უკვე კომპრომისს ხელისუფლების მხრიდან, სადაც საუბარი იქნება სასამართლოს რეალურ დამოუკიდებლობაზე, პროკურატურის მიუკერძოებლობაზე“, - დასძინა იოსელიანმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner