ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე იმ რეკომენდაციების შესახებ საუბრობს, რომელიც ვაქცინაციამდე მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ.
"წინა დღეებში თავს უნდა გრძნობდნენ დამაკმაყოფილებლად, შეიძლება თავის მედიკამენტებს იღებენ ქრონიკული პათოლოგიების მქონე მოქალაქეების და აგრძელებენ ამ მედიკამენტების მიღებას, მაგრამ აუცილებლად წინა დღეებში უნდა ვეცადოთ ნაკლებად ალერგიული საკვები მივიღოთ და ალერგენებთან არ გვქონდეს შეხება და თავს გრძნობდეთ ჯანმრთელად, არ იყოთ ავად,“ - განაცხადა მარინა ენდელაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.