რატომ მიმდინარეობს მედპერსონალის ვაქცინაცია ნელი ტემპით - საკითხთან დაკავშირებით პედიატრმა თეიმურაზ მიქელაძემ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა:
"ყოველთვის ყველაფერი ახალი შეიძლება ფართო მასებისთვის იყოს მიუღებელი, მაგრამ ექიმებისთვის მიუღებელი თუ იქნებოდა, ეს მე არ მეგონა.
მე არავის საჩვენებლად არ ავცრილვარ. პირველ დღესვე და პირველივე დოზაზე ველოდებოდი და ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად, ვინც შედიოდა ამ ჯგუფში, ყველანი ავიცერით. მე არც წარმომედგინა, თუ ექიმებს შორისაც იქნებოდა ეს განსჯის საგანი, თუ რა ტიპის ვაქცინით ავცრილიყავით, როდის ავცრილიყავით და რა სახის ვაქცინა გვჭირდებოდა.
მე რაც მიმიწვდება ინფორმაცია ევროპის ქვეყნებში, იქ არავინ არ კითხულობს რა ტიპის ვაქცინით იცრება ექიმი, რა ვაქცინაც არის კონკრეტულ შემთხვევაში, იმ ვაქცინით იცრებოდა სამედიცინო პერსონალი,“ - განაცხადა მიქელაძემ.