logo_geo
eng_logo
პროკურატურამ ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება 158-ე და 333-ე მუხლებით დაიწყო
- +

23 მარტი. 2021. 10:18

 

ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს.

 

„საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოძიება, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2021 წლის 22 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე და 333-ე მუხლებით დაიწყო“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner