სერგეი ლავროვი: რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა არ არსებობს, ის ბრიუსელმა გაანადგურა
-
+
23 მარტი. 2021. 11:16
„რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა არ არსებობს, ის ბრიუსელმა გაანადგურა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ – ევროკავშირთან, როგორც ორგანიზაციასთან ურთიერთობა არ არსებობს. ამ ურთიერთობის მთელი ინფრასტრუქტურა ბრიუსელის ცალმხრივი გადაწყვეტილებებით დაინგრა“, – განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო მინისტრის თქმით, ოფიციალური მოსკოვი ევროპის ცალკეულ ქვეყნებთან ინარჩუნებს ურთიერთობას, ამის ფონზე კი, რუსეთის ურთიერთობა ჩინეთთან უფრო სწრაფად ვითარდება.
წყარო :