logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენი: განსხვავებების მიუხედავად, NATO-მ უნდა შეინარჩუნოს თურქეთთან ახლო ურთიერთობები
- +

23 მარტი. 2021. 16:02

 

 

„განსხვავებების მიუხედავად, NATO-მ უნდა შეინარჩუნოს თურქეთთან ახლო ურთიერთობები“, – ამის შესახებ ბრიუსელში NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

 

ამასთან, ენტონი ბლინკენის თქმით, NATO-ს შეუძლია, უფრო გაძლიერდეს შიდა დაპირისპირების პერიოდის შემდეგ.

 

როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, ანკარასთან აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, აშშ და NATO ძლიერ დაინტერესებული არიან, შეინარჩუნონ თურქეთი ალიანსში.

 

„საიდუმლო არ არის, რომ თურქეთთან აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს, მათ შორის, „ეს-400“-ებისა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მისი ქმედებების გამო. ასევე, საიდუმლო არ არის, რომ თურქეთი არის დიდი ხნის და ღირებული მოკავშირე. ჩვენ გვაქვს ძლიერი ინტერესი, შევინარჩუნოთ ანკარა NATO-ში და გვჯერა, რომ ეს ასევე თურქეთის ინტერესებშიცაა“, – განაცხადა ბლინკენმა NATO-ს შტაბ-ბინაში გამართულ ღონისძიებაზე.

 

ენტონი ბლინკენი სახელმწიფო მდივნის რანგში ევროპაში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner